საფრანგეთი-რუსეთი

მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა დასრულდა

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა 2 საათისა და 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

მაკრონის თქმით, მსოფლიოში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის თემაზე მინსკის შეთანხმებების შესრულებაზეც ისაუბრეს. მაკრონის თქმით, აუცილებელია მოლაპარაკებების ნორმანდიულ ფორმატში ჩატარება.

სირიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მაკრონმა მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას, საფრანგეთი საჰაერო თავდასხმით უპასუხებს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ აკრძალა საფრანგეთში Sputnik-ისა და RT-ს მოხმარება, მისი თქმით, ზემოთხსენებული მედიასაშუალებები სიცრუისა და პროპაგანდის მანქანები არიან.

პუტინმა კი რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ახალ სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე აღნიშნა, რომ სანქციები არ არის სწორი გზა კრიზისიდან გამოსასვლელად.

კომენტარები