სტრასბურგის სასამართლო

ჯეჯელავა: ევრომოსამართლეები ჩემი შესარჩევი ნამდვილად არ არის

ტაბულა

ვიცეპრემიერის და განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, ევრომოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესმა გამჭვირვალედ ჩაიარა. ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო კანდიდატებს აღარ დაიწუნებს.

"შერჩევის პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, კარგად ორგანიზებული და პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ის პრობლემა, რაც ადრე იყო, ამ შემთხვევაში არ განმეორდება" - ამბობს ჯეჯელავა.

კითხვაზე, თავად ვინ დაუჭერს მხარს, ვიცეპრემიერი პასუხობს, რომ "ჩემი შესარჩევი მოსამართლეები ნამდვილად არ არის. ყველას წარმატებებს ვუსურვებ".

სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ შემდეგი კანდიდატები შეარჩია: ლადო ჭანტურია. სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე. მთავრობა მათგან სამს აარჩევს და ევროსასამართლოში წარადგენს. როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა ქართული ოცნების მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი დაიწუნა, ამიტომაც, მთავრობას კონკურსის ჩატარება მეორედ მოუწია.

წაიკითხეთ - რომელი კანდიდატები დარჩნენ ხუთეულს მიღმა.

ასევე ნახეთ სტატია - რამდენიმე ფაქტი სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველ ხუთ კანდიდატზე.

კომენტარები