სტრასბურგიდან ჩვენ მივიღეთ არა ერთი, არამედ სამი უმძიმესი გადაწყვეტილება. სამივე გადაწყვეტილება არის განაჩენი ერთადერთი ძალისთვის და ეს ერთადერთი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და წინა ხელისუფლება იმიტომ, რომ ორ უმძიმეს საქმეში სახელმწიფომ, მაშინდელი ხელისუფლების ქმედებების გამო, საქმე წააგო, ხოლო რუსთავი 2-თან დაკავშირებით,რომელიც მესამე საქმეა, ყველამ ვნახეთ რა გადაწყვეტილებაც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. როდესაც რუსთავი 2-ს საქმეზე გადაწყვეტილება გამოდიოდა და როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პრესრელიზი გაავრცელა, იქ აქცენტი გაკეთდა იმ უმძიმეს შეურაცხმყოფელ, ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ტელევიზიის დირექტორის და სხვების მხრიდან მოსამართლეების მიმართ. ეს წლები ვართ ბინძური ცილისწამების მოსმენაში და ამ ბოლო პერიოდში მე თვითონ ვარ რუსთავი 2-ის მხრიდან უბინძურესი ცილისმწამებლური განცხადებების სამიზნე და ობიექტი. მუდმივად ვართ ამ რეჟიმში, რომ რაღაც სიბინძურეს იტყვიან და მერე უნდა იყო თავის მართლების რეჟიმში.
სტრასბურგის სასამართლო
ჩუგოშვილი: სტრასბურგიდან მიღებული სამი უმძიმესი გადაწყვეტილება ენმ-ის განაჩენია
tbl.ge/3vsq
დაკოპირდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი რუსთავი ორისა და სტრასბურგის სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებების შესახებ. 18 ინვისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება. ესენია: ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ, ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ.
ამავე თემაზე
- ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციულ დაკავების საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს
- ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
- წულუკიანი: სტრასბურგმა რა დაადგინა საკნიდან გაყვანაზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა
- წულუკიანი: მოსამართლეების პირველი სიის ჩავარდნას გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ
- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია