26 მაისი

26 მაისთან დაკავშირებით, რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 26 მაისს, რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. რუსთავის მერიის ცნობით, სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდან კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე გაიმართება, სამხედრო ტექნიკას კი, ფიროსმანის ქუჩაზე გამოფენენ.

სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, საპატრულო პოლიცია გზას კოსტავას გამზირის #10-დან ცენტრალური მოედნის მიმართულებით, ფიროსმანის ქუჩის #1-დან სპორტის ქუჩის კვეთაზე, სპორტისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე, სუმგაითელ მეტალურგებისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, დონეცკელი მეტალურგებისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე კოსტავას გამზირის #23-თან გადაკეტავს. 

26 მაისის აღნიშვნა რუსთავში დღის 12 საათიდან დაიწყება და საღამოს ფეიერვერკით დასრულდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. სწორედ 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა საქართველომ დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისგან. 

კომენტარები