საფრანგეთი-რუსეთი

ემანუელ მაკრონი ვლადიმირ პუტინს ესაუბრა

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტიე მანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ტელეფონით ესაუბრა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარების სურვილი გამოთქვეს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტებს სურვილი აქვთ, ერთად იმუშაონ მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე, მათ შორის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც. ასევე, პრეზიდენტებმა განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინის და მინსკის შეთანხმების საკითხიც.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონი წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის მიმართ არც ისე კარგი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

კომენტარები