თავდასხმა ლაშა თორდიაზე

შსს: ოთარ ფარცხალაძეს უახლოეს მომავალში გამოვკითხავთ

ოთარ ფარცხალაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს გენერალური აუდიტორის ცემის საქმეზე უახლოეს მომავალში გამოკითხავენ.

„გამოძიების ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულია ათზე მეტი პირი, ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზების დანიშვნის მიზნით, ნიმუშის სახით, გამოთხოვილია შესაბამისი მასალა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი. გამოძიებამ დაასრულა ლაშა თორდიას გამოკითხვა, შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოხდება ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომელსაც რუსთავი 2 ავრცელებს.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი ოთხი დღის წინ მოხდა, თუმცა გამოძიებას ფარცხალაძე ამ დრომდე არ დაუკითხავს.

კომენტარები