თავდასხმა ლაშა თორდიაზე

კობახიძე საპარლამენტო კომისიაზე: პირველ რიგში დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას

parliament.ge

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მას შემდეგ უნდა შეიქმნას, რაც გამოძიების მიმდინარეობა კითხვებს გააჩენს.

„პირველ რიგში უნდა დაველოდოთ სტანდარტული გამოძიების მიმდინარეობას. თუ დავინახავთ, რომ ამის მიუხედავად საჭიროა საპარლამენტო კომისიის შექმნა, მაშინ ეს კომისია აუცილებლად შეიქმნება. გენერალური აუდიტი პარლამენტთან ინსტიტუციურად პირდაპირ არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენი ინტერესი განსაკუთრებულია. თვალყურს მივადევნებთ პროცესებს და თუ დავინახავთ, რომ ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესაბამისი მექანიზმის გამოყენების თაობაზე“, - თქვა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედთან საუბარში.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოძიებას „მხარეების რაც შეიძლება სწრაფად დაკითხვისკენ“ მოუწოდა.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დღეს ევროპულმა საქართველომ მოითხოვა.

კომენტარები