თავდასხმა ლაშა თორდიაზე

ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე მივიდა

ოთარ ფარცხალაძე

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში მივიდა. მას გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხავენ.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი ხუთი დღის წინ მოხდა, თუმცა გამოძიებას ფარცხალაძე ამ დრომდე არ დაუკითხავს.

კომენტარები