თავდასხმა ლაშა თორდიაზე

ფარცხალაძის ადვოკატი: თუ თორდია არ გამოაქვეყნებს დასკვნას, სასამართლოს მივმართავთ

ბატონ ოთარ ფარცხალაძისადმი საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უძრავ ქონებას, საზოგადოებას გვსურს მივაწოდოთ ინფორმაცია. მოვუწოდებთ ამ ატეხილი აჟიოტაჟის მთავარ პერსონას, დროულად გამოაქვეყნოს ის დასკვნა, რომელზეც უკვე დღეებია მიდის საუბარი, თუმცა დასკვნა არ ქვეყნდება. საზოგადოებისგან ბატონ ოთარს არაფერი აქვს დასამალი და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით, შეისწავლონ დასკვნა და საზოგადოებას ამცნონ სრული სიმართლე. იმ შემთხვევაში, თუ თორდია არ გამოაქვეყნებს დასკვნას, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, ოთარ ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისთვის.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კომენტარები