მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია თბილისში საკონსტიტუციო განხილვის ჩაშლასა და კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
"პატივცემული სოციალისტი ექსტრემისტებისა თუ მათ გარეშე, ასეთი შეკრებები საზოგადოებრივი აზრის ვერც გამომხატველი და ვერც გამზომველი ვერ იქნება. სხვათაშორის ეს ექსპტრემისტები, მათი ნაწილი მაინც, არიან თვითონ ქართული ოცნების შექმნილი და წახალისებული, მათი მოკავშირეები არიან. რაც შეეხება დაგეგმილ ცვლილებებს, საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას და მუსოლინის სისტემას, სადაც წაგებული გამარჯვებული უნდა გახდეს, არცერთი პარტია არ უჭერს მხარს.
ამიტომ, გამოსავალი არის ერთი - ხალხისთვის აზრის კითხვა. ეს არის ევროპული საქართველოს ინიციატივა პლებისციტის თაობაზე. თუ ისინი ხალხს არ კითხავენ აზრს და ისე მიიღებენ ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას, ის პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც მათ ხალხი გამოუტანს, კიდევ უფრო მკაცრი იქნება", - თქვა ბოკერიამ.





