საკონსტიტუციო ცვლილებები

მდინარაძე: საზოგადოებაში ქორწინება ქალის და კაცის ერთობაა, საკითხი არ გადაიხედება

ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა და კავშირი, ეს არის ჩვენი საზოგადოების წარმოდგენა და ვინც რაც არ უნდა თქვას... ასევე, ამას [კონსტიტუციაში ჩანაწერს] სხვა მიზანიც აქვს - ჰომოფობიური განწყობების გაღვივების პრევენცია აქედან გამომდინარეობს სწორედ და ჩვენ გასაქანი და საფუძველი არ უნდა მივცეთ, რომ ვიღაცამ ამ თემით სპეკულირება მოახდინოს. მაგრამ უფრო მთავარია, რომ საზოგადოების წარმოდგენა არის, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს საკითხი არ გადაიხედება.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვისას.

კომენტარები