საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილი: არ გამიკეთებია განცხადება, რომ არჩევნებში ვიყრი კენჭს

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ქართული ოცნების დეპუტატების ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის გაკეთებულ განცხადებებს, რომ გიორგი მარგველაშვილი პირდაპირი წესით ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს, მარგველაშვილი ეხმაურება.

"ნება მომეცით, არ ვუპასუხო ამ განცხადებებს, მაგრამ ზოგადად გეტყვით, რომ პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც მის რაიმე განცხადებას მოჰყვება ხოლმე ფართო რეზონანსი და ყურადღებას აქცევენ, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც განცხადებას არ გააკეთებ და ამას უკვე გარკვეული კომენტარები მოჰყვება, იმიტომ, რომ მე არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ არ გამიკეთებია განცხადება და პოლიტიკოსი განცხადებას რომ არ აკეთებ და მაინც მოჰყვება განცხადებები, ეს უკვე ძალიან საინტერესო ვითარებაა. არ გამიკეთებია მე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში ვიყრი კენჭს. შესაბამისად, ჩემს არგაკეთებულ განცხადებაზე გაკეთებული კომენტარები მომწონს უკვე. კარგი სტილია", - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები