ტერორიზმი

საფრანგეთის ქალაქ მარსელში ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

Reuters

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთს სამინისტროც ადასტურებს.

"დღეს დილით, 11:00 საათზე, შიდა უსაფრთხოების გენერალური სამმართველოს (DGSI) თანამშრომლებმა ქალაქ მარსელში ორი პირი დააკავეს, რომელიც ტერაქტის განხორციელების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავებულები საფრანგეთის მოქალაქეები არიან" - აღნიშნა შს მინისტრმა მატიას ფეკლიმ.

ფეკლის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდეს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, მეორე ტური კი 7 მაისს გაიმართება.

კომენტარები