ტერორიზმი

აშშ-ის მიერ ავღანეთში ბომბის ჩამოგდებას ISIS-ის 36 ტერორისტი ემსხვერპლა

bloomberg.com

აშშ-ის მიერ ავღანეთში, ნანგარაჰის პროვინციაში ბომბის ჩამოგდების შედეგად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 36 ტერორისტი დაიღუპა.

ამის შესახებ, ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა დაუალათ უაზირმა ისაუბრა. უაზირის თქით, ბომბის ჩამოგდებას ISIS-ის 36 ტერორისტი ემსხვერპლა, სამოქალაქო მოსახლეობის შორის კი არავინ დაშავებულა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში ბომბის ჩამოგდება ძალიან წარმატებულ მისიად შეაფასა და სამხედრო ძალები შეაქო.

"ეს იყო კიდევ ერთი ძალიან, ძალიან წარმატებული მისია",-აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის სამიზნე პაკისტანის მიმდებარედ, ნანგარაჰარის პროვინციაში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის გვირაბები და მებრძოლები იყო. ნანგარაჰის პროვინცია ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური რეგიონია.

ბომბს, რომელიც აშშ-მა ავღანეთში გამოიყენა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბია სახელწოდებით, GBU-43/B MOAB, მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც "ყველა ბომბის დედა".

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ზომის არაბირთვული ბომბი აქამდე არ გამოუყენებია.

კომენტარები