პარლამენტი

ძიძიგური: თუ ქუთაისი არ ეწერება, არ ნიშნავს, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის თქმით, თუ კონსტიტუციაში არ იქნება ჩანაწერი პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, არ ნიშნავს, რომ მას თბილისში გადმოიტანენ.

"თუკი ქუთაისზე ჩანაწერი ამოვა კონსტიტუციიდან, არ ნიშნავს იმას, რომ ქუთაისიდან პარლამენტი გადმოვა თბილისში. ეს არის პარლამენტისა და უმრავლესობის გადასაწყვეტი, უმრავლესობაშიც აზრთა სხვადასხვაობაა", - თქვა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, პარლამენტის ადგილი კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იყოს. ამის შესახებ დღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მსჯელობდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ეს ცვლილება იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს პარლამენტის თბილისში გადმოტანა უნდა.

კომენტარები