პარლამენტი

3-4 მაისს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან

3-4 მაისს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობაში მხოლოდ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან. 

პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

აქამდე, პარლამენტში შესვლა ეზღუდებოდათ ონლაინმედიის წარმომადგენლებს. ონლაინ მედის მიმართ შეზღუდვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 15 აპრილიდან მოქმედებს - ინტერნეტ გამოცემებს პარლამენტში რუსული კანონის განხილვის გაშუქების საშუალება არ ეძლევათ. ასევე, ონლაინ-მედიას არ მისცეს ე.წ ოფშორების კანონის განხილვებისას პარლამენტში შესვლის უფლება. 16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიებზე თქვა, რომ "არ უნდა ისარგებლო ბოროტად ჟურნალისტური აკრედიტაციით".

თუმცა, 3-4 მაისს პარლამენტის შენობაში შესვლა უკვე ნებისმიერ ვიზიტორებს ეზღუდებათ.

 

 

კომენტარები