აშშ

სან ბერნანდინოს ერთ-ერთ სკოლაში მამაკაცმა ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

AP

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნანდინოს ერთ-ერთ დაწყებითი სკოლის საკლასო ოთახში მამაკაცმა ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

სროლის შედეგად ასევე დაჭრილია ორი მოსწავლეც, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა.

სკოლის შენობა ამ დროისთვის სრულად ევაკუირებულია. მოსწავლეები პოლიციამ ახლოს მდებარე საშუალო სკოლის შენობაში გადაიყვანა, სადაც მათ მშობლემა მიაკითხეს.

კომენტარები