17 მაისს აშშ-ში გამართული საავიაციო შოუს დროს ორი ამერიკული ავიაგამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა და ჩამოვარდა – ოთხივე პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.
აშშ-ს წყნარი ოკეანის საზღვაო საჰაერო ძალების სპიკერის მიხედვით, ორივე თვითმფრინავი აშშ-ს საზღვაო ძალების EA18-G Growlers-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი იყო. ინციდენტი აიდაჰოს შტატში, Mountain Home-ის საჰაერო ძალების ავიაბაზაზე მოხდა.
სპიკერის მიხედვით, თვითმფრინავები საავიაციო დემონსტრაციაში იღებდნენ მონაწილეობას, როცა მათი შეჯახება მოხდა. მანვე დაამატა, რომ ეკიპაჟის ოთხივე წევრმა კატაპულტირება წარმატებით მოასწრო. ორგანიზატორების თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
სოციალურ მედიაში გავრცელდა შეჯახების ამსახველი კადრებიც:



