ტურიზმი

ჯასპერ ბლექი: საქართველოს გასაცნობად 1 კვირა საკმარისი არაა, აქ ვაპირებ ცხოვრებას

მეექვსმილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექი საქართველოში ცხოვრებას აპირებს. ამის შესახებ ბლექმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"​რატომ მსურს საქართველოში ცხოვრება? - მე ვემზადები ახალი თავგადასავლებისათვის. თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაზე შეყვარებული ვარ და მსურს ვნახო ყველაფერი, რასაც საქართველო მთავაზობს. საქართველოს გასაცნობად ერთკვირიანი ტური ნამდვილად არ არის საკმარისი. შესაბამისად, აქ ვაპირებ ცხოვრებას" - ამბობს ბლექი.

2016 წელს პირველად საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ ექვს მილიონს გადააჭარბა, ჯამში გასულ წელს საქართველოს საზღვარი 6.3-მა მილიონმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მე-6-მილიონე ვიზიტორს, ჰოლანდიელ ჯასპერ ბლექს, საგანგებო დახვედრა მოუწყვეს. ამ ვიზიტის ამსახველი ვიდეო ტურიზმის ადმინისტრაციამ 10 მარტს გამოაქვეყნა. 

კომენტარები