სამთავრობო ქალაქი

აბესაძე: ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე სამთავრობო ქალაქის მშენებლობა არასწორია

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე თვლის, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე აბსოლუტურად მიუღებელია სამთავრობო ქალაქის მშენებლობისთვის ასეულობით მილიონი ლარის დახარჯვა.

"მიუხედავად იმისა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ქართული ოცნების მიერ წარმოებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში შექმნა ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გააძვირა ცხოვრება, გაართულა ყოველდღიური ყოფა, გაზარდა სიღარიბე, ხელისუფლება ვერ ახერხებს, უარი თქვას ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე, რომლის შედეგიც სწორედ ისაა, რომ დღეს თითოეული ჩვენგანისთვის ცხოვრება არის უფრო რთული. მაშინ, როდესაც 40 000-მდე სოციალურად დაუცველს უკანასკნელი ლუკმა წაართვა ბატონმა სერგეენკომ, მაშინ, როდესაც ლტოლვითა საკითხი არ არის მოგვარებული და რაც ყველაზე მთავარია, მაშინ როდესაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არის მნიშვნელოვნად შეფერხებული და უკეთესი მომავლის რეალურ საფუძველს არ იძლევა, ეს უაღრესად არასწორი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან", - თქვა აბესაძემ.

სამთავრობო ქალაქის აშენებასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ისაუბრა.

კომენტარები