სამთავრობო ქალაქი

ალავიძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროც სავარაუდოდ ახალ შენობაში გადავა

ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე
ტაბულა

"სავარაუდოდ, ჩვენც მოგვიწევს გადასვლა", - ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პრემიერის ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროების ერთიან სივრცეში, ორთაჭალის ტერიტორიაზე გადატანას ითვალისწინებს. ალავიძის თქმით, თუ ახალი შენობა ენერგოეფექტური იქნება, ამაში საქართველოს ევროკავშირის გრანტის მიღებაც შეეძლება. 

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, თბილისში მრავალი სამინისტროს ადგილზე უმჯობესია, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იდეგს. "ვთვლი, რომ ეს არის ხარჯების ოპტიმიზაციის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება", - ამბობს გახარია. ამ განცხადების მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრი პროექტის სავარაუდო ღირებულებას არ ასახელებს.

პროექტის ფინანსური ნაწილი:

პროექტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მთავრობის მეთაურს არ უთქვამს, თუ რა დაჯდება სამთავრობო ქალაქის აშენება. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, ამ პროექტის მშენებლობა გათვალისწინებული არაა. პროექტის დაფინანსება შესაძლოა, არსებული სამინისტროების შენობების პრივატიზაციით მოხდეს.

ორთაჭალაში, დღეის მდგომარეობით, სამი სამინისტროა განთავსებული, ესენია: ფინანსთა,გარემოს დაცვისა და იუსტიციის სამინისტროები. ერთადერთი სამინისტრო, რომელიც ნაქირავებ ოფისშია, ეკონომიკის სამინისტროა. ის თბილისის ცენტრში შენობას ქირაობს. ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობა კი გასხვისებულია.

კომენტარები