გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გამოაცხადა ძებნა

გიგა ოთხოზორიას მკველობაში მსჯავრდებულზე, რაში კანჯი-ოღლიზე, ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გამოაცხადა ძებნა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

რუსმა ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 მაისს მოკლა. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ კანჯიოღლის დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

10 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები