გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

ღარიბაშვილი ოთხოზორიაზე: მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ

6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან.
 
აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა. 
 
მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი. 
 
ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად.

წერს საქართველოს პრემიერმინისტრი,
ირაკლი ღარიბაშვილი. საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.

კომენტარები