საქართველო-უკრაინა

2008 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო
ibtimes.co.uk

2008 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება. პეტრო პოროშენკოს ოფიციალური ვიზიტი დღეს საქართველოს საგარეო მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაანონსა. ჯანელიძის თქმით, პრეზიდენტის ვიზიტამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შედგება. უკრაინასთან ერთად საქართველოში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ჩამოვა. 

"მინდა მივესალმო ჩვენი ორი კოლეგის, საქართველოს მეგობარი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს. ეს არის უნგრეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მიმდინარე კვირაში ეწვევიან საქართველოს. ჩვენ ვიმსჯელებთ საქართველო-უნგრეთისა და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ძალიან აქტიურია. ვისაუბრებთ ასევე მომდევნო, მაღალი დონის ვიზიტებზე. იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის და უნგრეთის პრემიერის ვიზიტი საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა გამოყენებული იქნება ამ მაღალი დონის ვიზიტების დასაგეგმად და ორმხრივ, რეგიონალურ ურთიერთობებში შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯების განსასაზღვრად",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები