საკონსტიტუციო ცვლილებები

10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა. გიორგი აბაშიშვილის თქმით, შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებას და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს საკუთარ ხედვას გააცნობს.

პრეზიდენტის სასახლეში მიწვეული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან. 

შეხვედრას არ დაესწრება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ასეთი ტიპის შეხვედრებზე არ უნდა იაროს, რადგან ეს მისივე თქმითვე, პრეზიდენტის სპექტაკლის ნაწილია.

კომენტარები