რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერები იკრიბებიან

ტაბულა

რუსთავი 2-ის ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერები იკრიბებიან. 

რუსთავი 2-ის შენობასთან ამ წუთებში მიმდინარეობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა. ამის შემდეგ, პარტიის წევრები ერთიან და გაფართოებულ ბრიფინგზე სამომავლო გეგმას გამოაცხადებენ. "ენმ დიქტატურის წინააღმდეგ და სიტყვის თავისუფლების დასაცავად, "წინააღმდეგობის მოძრაობის" შექმნის ინიციატივით გამოდის".


ფოტო: ტაბულა

რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად ტელეკომპანიასთან მივიდნენ მოძრაობა თქვისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრებიც. ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ თქვა, რომ რა სახით გააგრძელებენ პროტესტს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს გამართავენ.


ფოტო: ტაბულა

რუსთავი 2-ის მხარდამჭერების ნაწილმა ღამე ტელეკომპანიის ეზოში გაათენა. ტელეკომპანიის შენობის წინ ღამით კარვები გაიშალა. რუსთავი 2-ის ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერები იკრიბებიან.

კომენტარები