ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეორე დღეა ცდილობენ

AP

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის გარეუბანში, ტყეში დიდი ხანძარი გაჩნდა.

ასობით ოჯახი უკვე ევაკუირებულია. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ცეცხლის შედეგად 11 სახლი უკვე სრულად განადგურდა.

ადგილზე 130-ზე მეტი მეხანძრე და 14-ზე მეტი სახანძრო ვერტმფრენი მუშაობს.

 

კომენტარები