ნარკოდანაშაული

შსს: 209,85 გრამი ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის, ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 209,85 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები