შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ შორის ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ასევე, ერთ-ერთი მათგანის კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება - 500 აბი „პრეგაბალინი“ და 2 კილომდე გამომშრალი „მარიხუანა“." - წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




