ტერორიზმი

სომალიში სასტუმროზე მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, დაიას სასტუმროზე შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

თავდასხმისას, სავარაუდოდ, დაიას სასტუმროში სომალის პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.

სომალის თავდაცვის მინისტრის ცნობით, 4 თავდამსხმელი ადგილზე თავდაცვის ძალებმა მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.

კომენტარები