გიორგი ცერცვაძის საქმე

კაპანაძე: შს მინისტრი ამ ყველაფრის შემდეგ ისევ თანამდებობაზე უნდა იყოს?

გაირკვა, რომ:

(1) შსს-მ ცერცვაძესა და მაისურაძეზე, საქართველოს გმირებზე, ინფორმაცია გადასცა რუსეთს ინტერპოლის ფარგლებში თანამშომლობის კონტექსტში. ესეც პირველი მოღალატეობრივი ნაბიჯი.
(2) შსს-მ შემდეგ გაატარა ორივე მათგანი ქვეყნის საზღვარზე ისე, რომ არც გააფრთხილა, იმ იმედით, რომ სხვები დაიჭერდნენ და რუსეთს გადასცემდნენ. ესეც მეორე ღალატი.
(3) ქოცების წარმომადგენლები დღეს პირდაპირ დებენ ბრალს ამ ადამიანებს მკვლელობაში ამ ყველაფრის მერე.

კიდევ კარგი, ლიტვა და უკრაინა საქართველოს მეგობრები არიან...

შს მინისტრი ამ ყველაფრის შემდეგ ისევ თანამდებობაზე უნდა იყოს? ან ვინმეს ჰგონია, რომ ეს გადაწყვეტილებები შსს-მ მიიღო?

წერს facebook-ში ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის უკრაინაში დაკავების საქმეზე.

კომენტარები