გიორგი ცერცვაძის საქმე

გივი თარგამაძის ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძეს ნახევარ საათში გაათავისუფლებენ

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

გივი თარგამაძის ინფორმაციით, ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს ნახევარ საათში გაათავისუფლებენ - ამის შესახებ მან საკუთარ Fb გევრდზე დაწერა:

"დღეს კიევის სააპელაციო სასამართლოს არასახარბიელო გადაწყვეტილების შემდეგ მქონდა კომუნიკაცია უკრაინის გენერალურ პროკურორ ბატონ ლუცენკოსთან, გიორგი ცერცვაძესთან საპატიმროში ადვოკატ ოთო კახიძის შეშვების თაობაზე. ოთო ალაგებდა ლოგისტიკას უკრაინის ციხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. 20 წუთის წინ დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა ოთოს, რომ კიევში მის ჩასვლას აზრი აღარ აქვს, ვინაიდან არსებული ტექნიკური პრობლემები მოგვარდა და ცერცვაძეს ერთ საათში გაათავისუფლებენ. დადასტურებისთვის მივმართე ბატონ ლუცენკოს, რომელმაც მითხრა, რომ ეს მოხდება ნახევარ საათში",- წერს თარგამაძე.

კიევის სააპელაციო სასამართლომ ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის პროცესი 3 თებერვლამდე გადადო.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა.

კომენტარები