გიორგი ცერცვაძის საქმე

თარგამაძე: ლუცენკოს თქმით, ცერცვაძეს ნახევარ საათში გაათავისუფლებენ

დღეს კიევის სააპელაციო სასამართლოს არასახარბიელო გადაწყვეტილების შემდეგ მქონდა კომუნიკაცია უკრაინის გენერალურ პროკურორ ბატონ ლუცენკოსთან, გიორგი ცერცვაძესთან საპატიმროში ადვოკატ ოთო კახიძის შეშვების თაობაზე. ოთო ალაგებდა ლოგისტიკას უკრაინის ციხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. 20 წუთის წინ დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა ოთოს, რომ კიევში მის ჩასვლას აზრი აღარ აქვს, ვინაიდან არსებული ტექნიკური პრობლემები მოგვარდა და ცერცვაძეს ერთ საათში გაათავისუფლებენ. დადასტურებისთვის მივმართე ბატონ ლუცენკოს, რომელმაც მითხრა, რომ ეს მოხდება ნახევარ საათში.

გივი თარგამაძე ვიცეპოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის გათავსუფლებაზე საკუთარ FB გვერდზე წერს.

კომენტარები