ტერორიზმი

სტამბოლში ახალი წლის ღამეს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

AP

თურქეთის ქალაქ სტამბოლში სპეცოპერაციისას, ახალი წლის ღამეს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებული 31 დეკემბრის ღამეს, ღამის კლუბ Reina-ში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 69 კი დაშავდა. 

თურქი სამართალდამცველების ცნობით, დაკავებული აბდულგადირ მაშარიპოვი უზბეკეთის მოქალაქეა. თურქული მედიის ცნობით, მაშარიპოვი ესენიურტის რაიონში მეგობართან იმალებოდა და მისი დაკავება მეგობრის სახლში მოხერხდა. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები