ენმ-ის ყოფილი დეპუტატები ამ წუთებში პარლამენტში ფრაქციის სხდომას მართავენ. წინასწარი ინფორმაციით, მათ საკანონმდებლო ორგანოში ორი ფრაქცია ექნებათ. სავარაუდოდ, ერთს "საქართველოს წინსვლისთვის", მეორეს კი, "ევროპული საქართველო" ერქმევა.
სხდომაზე ასევე იმსჯელებენ ფრაქციების ხელმძღვანელობაზეც.
ენმ-ის ყოფილი დეპუტატები ინარჩუნებენ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს. 21-მა დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გუშინ დატოვა. ისინი ახალ პარტიას შექმნიან.





