საპარლამენტო უმცირესობა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" პარლამენტში მესამე ფრაქციას ქმნის

საქართველოს პარლამენტი
http://georgiantour.ge/

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოს" პარლამენტში მესამე ფრაქციაც ექნება.

დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების" რეგისტრაციის საკითხი განიხილა. ფრაქციის შემადგენლობაში 6 წევრია წარმოდგენილი: გიორგი ღვინიაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ლაშა დამენია, ლელა ქებურია, მამუკა ჩიქოვანი და ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შალვა კიკნაველიძის თქმით, უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი. დეპუტატებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს. კომიტეტი დასკვნას ბიუროს სხდომაზე წარადგენს.

საპარლამენტო უმცირესობას პარლამენტში ამჟამად ორი ფრაქცია აქვს - "ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო."

კომენტარები