გიგი უგულავას საქმე

სააკაშვილი: ივანიშვილის მიზანი ჩვენი ყოფილი თანამოაზრეების ხელით ხორციელდება

დღეს დილით, ნაციონალური მოძრაობის ყრილობამდე ჯერ კიდევ მოქმედმა აღმასრულებელმა მდივანმა შეიტანა ცესკოში მოთხოვნა ამოიღონ ჩემი თანამებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი საპარლამენტო სიიდან. ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის და ძალიან ჰგავს ივანიშვილის სცენარის განხორციელებას.

ივანიშვილის მთავარი მიზანია ჩემი ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან. სამწუხაროა, რომ ეს კეთდება ჩვენი ყოფილი თანამოაზრეების მცირე ჯგუფის ხელით, დაჩქარებულად 20 იანვრის ყრილობის წინ, რომელიც დაადასტურებს პარტიის ერთიანობას და იმას, რომ ამ ერთ მუჭა ადამიანებს არ აქვთ მხარდაჭერა. მე არც მიზნების დამთხვევა მგონია შემთხვევითი და არც ამორალური და ძალიან უსამართლო განაცხადის შეტანის დღის შერჩევა.

მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა ჩემი პარტიიდან დისტანცირება, ხოლო პარტიის ხელში ჩაგდების გეგმა ჩავარდა, საქმე გვაქვს პარტიისთვის ზიანის მიყენების აშკარა მცდელობასთან. ნაციონალური მოძრაობა გამოვა ამ ყველაფრიდან გაძლიერებული და ერთიანი, როგორც არასდროს

სააკაშვილი ენმ-ში დაპირისპირებაზე

კომენტარები