გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავა: არ უნდა დავყოთ პოლიტპატიმრები ჩვენად და სხვისად

პირველ რიგში სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც ამ [ე.წ მატროსოვის] ციხეში იმყოფება, რომლებიც სხვა საპატიმროებში არიან. ჩვენ არ უნდა გავყოთ - ჩვენი პარტიის პოლიტპატიმრები, სხვისი პარტიის პოლიტპატიმრები, - ჩვენი ფლანგის პოლიტპატიმარი, სხვისი ფლანგის პოლიტპატიმარი, - სამწუხაროდ ჩვენ გვყავს საქართველოში პოლიტპატიმრები და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ სამუშაო ამ მიმართულებით არის ძალიან ბევრი და მე მინდა ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამ პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში იქნება უკიდურესად რადიკალური, იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი ამაზე იქნება ყოველთვის უმრავლესობა, ყოველთვის მთავრობა.

თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, მათ შორის ეკონომიკური პრობლემები, თუ ჩვენ გვინდა მოვაგვაროთ ყველა სხვა დანარჩენი პრობლემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწევს მძიმე ტვირთად, ამისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯი არის ის, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ეს, ჩემი აზრით, ყველაზე ადვილად და ყველაზე მარტივად შეუძლია ისევ მთავრობას და უმრავლესობას, თუ ის გადადგამს ვაჟკაცურ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას... მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებს მთავრობა, რომელიც მხარეა, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა. მისი მოვალეობაა, მან შეავსოს ის ნაკლოვანებები, რასაც ტოვებს სხვადასხვა ხელისუფლების შტო

გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ

კომენტარები