ტერორიზმი

სტამბოლში ღამის კლუბს თავს დაესხნენ - დაღუპულია 39 ადამიანი

AP

სულ ცოტა, 39 ადამიანი დაიღუპა სტამბოლში, ღამის კლუბზე თავდასხმის შედეგად. 21 მათგანი იდენტიფიცირებულია და მათ შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 5 კი თურქეთის.

დაშავებულია 69 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.


ფოტო: REUTERS
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თავდასხმა ადგილობრივი დროით 01:30 საათზე მოხდა და პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს. CNN Turk-ის ინფორმაციით, მას სანტა კლაუსის ფორმა ეცვა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კლუბს არა ერთი, არამედ ორი ადამიანი დაესხა თავს და ამ დროს ღამის კლუბში 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა.


ფოტო: REUTERS

კომენტარები