ტერორიზმი

ციურიხში, მეჩეთში 3 ადამიანი დაჭრეს

Reuters

ციურიხში მდებარე მეჩეთს მამაკაცი თავს დაესხა, მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა და 3 ადამიანი დაჭრა. პოლიცია შესაძლო მოტივზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

დაჭრილები 30, 35 და 56 წლის მამაკაცები არიან. ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

არაიდენტიფიცირებულ თავდამსხმელს შავი ტანსაცმელი ეცვა. ის მიმალვაშია.

პოლიციამ შენობასთან ახლოს ცხედარი იპოვა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა მას კავშირი მომხდართან.

კომენტარები