პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩიეს. ისინი პირველი არხის სამეურვეო საბჭოში საქმიანობას 2 ივლისიდან შეუდგებიან.
ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ პოზიციაზე თავისუფალია კიდევ ერთი ვაკანსია, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა დაიკავოს.
"არჩეული პირები 2 ივლისიდან შეუდგებიან საქმიანობას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. ერთი ვაკანსია თავისუფალი დარჩა, რომელიც ოპოზიციის წარმოსადგენი ვაკანსია გახლავთ. ჩვენ რეგლამენტში ცვლილებები მივიღეთ და კანდიდატურის დასახელების ახალი პროცედურაა - თუ აქამდე ღია კონკურსი, კომისია და ა.შ. იყო საჭირო, 1-ელი ივლისიდან, როდესაც ძალაში შევა რეგლამენტი, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაასახელოთ ერთი კანდიდატი პლენარული სხდომისთვის. როცა მზად იქნებით, რომ კანდიდატი დაასახელოთ, პარლამენტი კენჭს უყრის". - თქვა პაპუაშვილმა.




![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)
