ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 2017 წლის 31 ივლისამდე ოფიციალურად გაუხანგრძლივა.
ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიეს 6 თვით გაახანგრძლივებაზე 15 დეკემბერს შეთანხმდნენ. ოფიციალურად კი, გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე დღეს ბრიუსელში მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.