ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 6 თვით, 2017 წლის იანვრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. სანქციების გახანგრძლივება ევროკავშირის მხრიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერაზე პასუხია.
გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მომდევნო კვირაში ბრიუსელის სამიტზე უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს სანქციები 2014 წლის ივლისში დაეკისრა და მას შემდეგ, ყოველ ჯერზე, 6 თვით უხანგრძლივდება.