ევროკავშირი რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებას არ აღიარებს.
ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და, შესაბამისად, არ ცნობს ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია არჩევნების მიმდინარეობას ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე თვალს არ ადევნებდა.
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 2 დღის წინ გაიმართა. მასში მმართველმა პარტია Единая Россия-მ გაიმარჯვა. მათ ხმების 54,42% მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები ყირიმისა და სევასტოპოლის გარდა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეც გახსნა.