ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობა

რუსი პოლიტოლოგი ალექსანდრ დუგინი საბერძნეთში არ შეუშვეს

Nikolay Starikov

ცნობილი რუსი პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი საბერძნეთში, ქალაქ სალონიკის აეროპორტში პასპორტის შესამოწმებელ პუნქტთან შეაჩერეს და განუცხადეს, რომ უნგრეთის თხოვნის საფუძველზე, მას ევროკავშირის ქვეყანაში ვერ შეუშვებდნენ.

დუგინის თქმით, მას ბერძენმა მესაზღვრეებმა უნგრეთის თხოვნის საფუძველი და არშეშვების მიზეზები არ გააცნეს. ის ათონის მთაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პატრიარქ კირილის ისტორიულ ვიზიტზე დასწრებას აპირებდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში ამ ინციდენტის გასაჩივრებას აპირებს. სავარაუდოდ, საბერძნეთსა და უნგრეთს სანქციები დაეკისრება, რადგან დუგინი რუსული არხის Царьград-ის მთავარი რედაქტორია და შესაბამისად, სამინისტროს განცხადებით, საბერძნეთისა და უნგრეთის ეს გადაწყვეტილება, მედიის წარმომადგენლის უფლებების დარღვევად და საერთაშორისო სამართლის შეუსრულებლობად ჩაითვლება.

აღსანიშნავია, რომ დუგინი გამოირჩევა ნეოიმპერიალისტური იდეებით. ის რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. "რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა" - ასეთია მისი იდეა.

კომენტარები