ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობა

ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს

ევროპარლამენტმა გუშინ მიღებულ რეზოლუციაში ევროკავშირს მოუწოდა, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას რუსულ გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებლობა და უნდა შეამციროს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რუსულ გაზზე დამოკიდებულება გრძელვადიან პერსპექტივაში.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გაზსადენის მშენებლობამ, რომლის საშუალებითაც რუსეთი გერმანიისთვის გაზის მიწოდების მოცულობის გაორმაგებას შეძლებს, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შექმნას ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების საკითხში. დოკუმენტში ისიც წერია, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არსებულ სოლიდარობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირის წევრმა 8 სახელმწიფომ ევროკომისიას გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებლობის შეჩერების თხოვნით მიმართა.

კომენტარები