ტერორიზმი

იემენში, სამხედრო ბაზასთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

Reuters

იემენის ქალაქ ადენში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

იემენის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ ადენში, სამხედრო ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ტერაქტს 49 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქვა, როდესაც ჯარისკაცები ხელფასის ასაღებად რიგში იდგნენ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ადენში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმა ერთი კვირის წინაც მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მაშინაც ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. აფეთქებას კი, 50 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

კომენტარები