ავსტრია

რადიკალმა მემარჯვენე ნორბერტ ჰოფერმა ავსტრიის საპერზიდენტო არჩევნებში წააგო

ნორბერტ ჰოფერი
Reuters

რადიკალმა მემარჯვენე კანდიდატმა ნორბერტ ჰოფერმა ავსტრიის საპერზიდენტო არჩევნებში წააგო. ჰოფერმა ოფიციალურ Facebook გვერდზე დაწერა, რომ "უკიდურესად დამწუხრებულია" და მის კონკურენტს, მწვანეთა პარტიის ყოფილ ლიდერს ალექანდრ ვან დერ ბელლენს გამარჯვება მიულოცა.

პირველად შედეგებზე დაყრდნობით, ალექანდრ ვან დერ ბელლენმა ხმათა 53% მიიღო, ნორბერტ ჰოფერის მხარდაჭერა კი 46% იყო. 

ნორბერტ ჰოფერის პარტია - "ავსტრიის მშვიდობის პარტია" კამპანიის მანძილზე რადიკალურ დაპირებებს გასცემდა. პარტია ემიგრაციის წინააღმდეგ რადიკალურ განცხადებებს აკეთებდა. ჰოპფერის პარტია ამავდროულად რუსეთთან მიმართებით შედარებით რბილ პოზიციებს გამოხატავდა.

კომენტარები