საქართველოს მთავრობა

შევარდნაძის მთავრობის მინისტრი გიგლა აგულაშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა

Timer.ge

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. პრემიერმინისტრის ბრძანების თანახმად, გიგლა აგულაშვილის პირველ მოადგილედ სოლომონ პავლიაშვილი დაინიშნა.

ამ თანამდებობაზე სოლომონ პავლიაშვილმა თეიმურაზ მურღულია შეცვალა. მურღულია თავის მხრივ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.

სოლომონ პავლიაშვილი V მოწვევის პარლამენტში საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო მოქალაქეთა კავშირიდან. 2001-2003 წლებში, მან ქონების მართვის მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ მედიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სოლომონ პავლიაშვილი საგარეჯოს ოლქში, ქართული ოცნების კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა, მმართველმა პარტიამ მისი კანდიდატურა აღარ დააყენა. ამის შემდეგ, სოლომონ პავლიაშვილმა დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად იყარა კენჭი.

კომენტარები