ამ დღეების განმავლობაში, არაერთხელ შემხვდა ციმციმებიანი შავი ჯიპების მოძრაობა არა მარტო ქალაქში, არამედ ავტობანებზეც. მინდა გთხოვოთ, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული პატრულის მხრიდან. მე პირადად, პრემიერის მანქანაზე თითქმის არ ვიყენებ ამ სპეციალური სიგნალების მაჩვენებელს. მინდა, გთხოვოთ, ყველა ფუნქციონერმა გაითავისოს იგივე სტანდარტი და მხოლოდ კანონით დადგენილი წესით იქნას გამოყენებული ეს შუქურა, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩვენს მოსახლეობაზე. დიდი იმედი მაქვს, ამ განცხადების შემდეგ, თვითონ მიიღებენ შესაბამის ზომებს, მაგრამ თუ მაინც იქნება გამონაკლისი შემთხვევები, გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოთ ასეთი ტიპის მოძრაობა ქუჩებში, ქალაქებში თუ ავტობანებზე.
tbl.ge/21k6
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




